პროექტის სახელწოდება:
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა
პროექტის მთავარი ოდეა: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის
განსაზღვრა,გეოგრაფიული მდებარეობის როლი მსოფლიო ასპარეზზე, უძველესი დროიდან (აბრეშუმის
გზა) დღემდე
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები კარგად შეისწავლიან ჩვენი ქვეყნის მდებარეობას, წინასწარ მომზადებული სლაიდების
საშუალებით ნახავენ საქართველოს მსოფლიო რუკაზე, ნახავენ აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა
რუკას ( ფიზიკური, რეგიონული, რესურსების და
აშ)
პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა კარგად უნდა შეისწავლონ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა,მისი საზღვრები, მეზობელი ქვეყნები და
ის თუ რა როლს ასრულებს მის პოლიტიკურ ცხოვრებაში ევროპა–აზიის გზაგასაყარზე ყოფნა.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები
ნახავენ სად მდებარეობს მათი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე. განსაზღვრავენ მის მდებარეობას
და პოლიტიკურ მნიშვნელობას. გაკეთდება სლაიდშოუ სადაც გამოყენებული იქნება როგორც მსოფლიო
რუკა, ასევე საქართველოს სხვადასხვა თემატური რუკები.
ძირითადი რესურსპროექტისთვის
საჭირო ები:სახელმძღვანელო,
კომპიუტერი, პროექტორი, ფერადი ფანქრები ფორმატი
პროექტის მსვლელობა:
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს საქართველოს მდებარეობას მსოფლიო რუკაზე (მოსწავლეებმა
წინასწარ იციან კონტინენტები) მის საზღვრებს და ამახვილებს ყურადღებას, რომ საქართველო
მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე. შემდეგ სლაიდების საშუალებით აჩვენებს
საქართველოს სხვადასხვა თემატურ რუკებს. შემდეგ კლასს დაყოფს ორ ჯგუფად, თითეულ ჯგუფს
მისცემს წინასწარ ფორმატზე გამზადებულ საქართველოს კონტურს და დაავალებს თითეულმა ცალ–ცალკე
დაიტანონ ის გეოგრაფიული ობიექტები რომელიც უკვე იციან ან გაკვეთილზე დაიმახსოვრეს.დაიტანონ
მეზობელი ქვეყნები. საუკეთესო ნამუშევარს გააკრავენ საკლასო ოთახში.
საგნებთან კავშირი:
გეოგრაფია, ისტორია
პროექტის ხელმძღვანელი:
ხათუნა სადაღაშვილი
ხელმძღვანელის
ელ–ფოსტა:xsadagashvili7@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
xsadagashvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment